წყლის ნიმუშები აღებულ იქნა შემდეგი წერტილებიდან:
1. ქ. თეთრიწყარო, დ.აღმაშენებლის ქ. #167, მოსახლე აფციაური ტარიელი (გამოცდის ოქმი #378);
2. ქ. თეთრიწყარო, დემეტრაშვილის ქ.#1, მოსახლე ლობჟანიძე ზურაბი (გამოცდის ოქმი #379);
3. ქ. თეთრიწყარო, მუსხელიშვილის ქ.#11, მოსახლე მელაძე ნიკოლოზი (გამოცდის ოქმი #380)
ნიმუშების კვლევა ჩატარდა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიაში.


იმის მიუხედავად, რომ ქალაქის სხვადასხვა ქუჩებზე მცხოვრებლები რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ წუხდნენ სასმელი წყლის ხარისხის არასათანადო მდგომარეობის გამო (ისინი აცხადებდნენ, რომ ონკანიდან მოდიოდა შეფერილი და არასასიამოვნო სუნის მქონე წყალი და მას სასმელად არ მოიხმარდნენ), ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სამივე ნიმუშის კვლევის მიხედვით ამ წყლების სასმელ-სამეურნეო მიზნებით მოხმარება დასაშვებია ამ ეტაპზე.


 თუმცა, გამოკვლეულ სამივე ნიმუშში დაფიქსირდა თავისუფალი ნარჩენი ქლორის გარკვეული რაოდენობა, აქედან მუსხელიშვილის ქუჩაზე აღებულ ნიმუშში ნარჩენი ქლორის რაოდენობა ქსელისთვის დასაშვებ ჰიგიენურ ნორმაზე ბევრად დაბალია, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს გამანაწილებელი ქსელის არაკეთილსაიმედო სანიტარულ-ტექნიკური მდგომარეობით. 


შეგახსენებთ, რომ მუსხელიშვილის ქუჩაზე სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია არ ჩატარებულა.
იხილეთ კვლევის შედეგები:


დასკვნა
ქ. თეთრიწყარო, აღმაშენებლის ქ. #167, ოქმი #378
ქ.თეთრიწყარო, დემეტრაშვილის ქ.#1, ოქმი #379
ქ. თეთრიწყარო, მუსხელიშვილის ქ.#11, ოქმი #380
 

უკან


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვებ-გვერდი მომზადებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.

ვებ-გვერდის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია და ის არ შეიძლება განხილულ იქნეს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებათა ამსახველად.

 
  Copyright @ ACSDG 2011