პროექტის „აქტიური დაზოგადოება - გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობა“ ფარგლებში ასოციაციამ გამოიკვლია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის პრობლემები. კვლევა ჩატარდა 2013 წლის აგვისტოში.
კვლევამ შეისწავლა:
1. მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე საკრებულოს საქმიანობის შესახებ;
2. ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები;
3. მოსახლეობის ცნობიერების დონე სახელმწიფო სტრუქტურების კომპეტენციებში;
4. მოქალაქეების ინტერესი ადგილობრივ პროცესებში მონაწილეობისადმი;
5. კავშირი განხორციელებულ პროექტებსა და მოსახლეობის საჭიროებებს შორის.

ანგარიშის პრეზენტაცია და დისკუსია მრგვალ მაგიდასთან კვლევით გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით ასოციაციის ოფისში (ქ.თეთრიწყარო, მუსხელიშვილის 11) ჩატარდა 2013 წლის 28 ნოემბერს.
იხ. კვლევის ანგარიში
 

უკან


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვებ-გვერდი მომზადებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.

ვებ-გვერდის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია და ის არ შეიძლება განხილულ იქნეს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებათა ამსახველად.

 
  Copyright @ ACSDG 2011