ვინაიდან სასმელი წყლის პრობლემა ქ. თეთრიწყაროში დიდი ხნია არსებობს და ამასთან ერთად, რეაბილიტაციის ეს პროექტი არის შანსი გაუმჯობესდეს წყალმომარაგება, ამიტომ ინტერესი მის მიმართ საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდია. ამასთან ერთად, ჩვენს მიერ ჩატარებულმა მოსახლეობის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საჭიროებები, რომლებიც დღეს ქალაქს წყალმომარაგების კუთხით აქვს, განსხვავდება სარეაბილიტაციო პროექტით დაგეგმილი სამუშაოებისგან. 


 იმის გასრკვევად, თუ რამდენად ასახავს რეალობას ჩვენი გამოკითხვა, ასევე იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რაც სარეაბილიტაციო პროექტის განხორცილების დაწყებიდან არსებობს, მივმართეთ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას.
 

თუმცა კომპანია ამომწურავად არ პასუხობს ჩვენს შეკითხვებს და არ გვაწვდის შეფასების დოკუმენტს, რომელიც სარეაბილიტაციო პროექტის დაგეგმვის საფუძველი უნდა ყოფილიყო. ასევე არ ასახელებს იმ უწყებებს, რომლებიც მონაწილეობდნენ სარეაბილიტაციო ქუჩებისა და სამუშაოების ჩამონათვალის შერჩევაში.

 
კომპანია ამ წერილით გვამცნობს, რომ სარეაბილიტაციო ვადის დასრულებამ 3 თვით გადაინაცვლა და 2012 წლის 2 მარტის ნაცვლად პროექტის დასრულების თარიღია 2012 წლის 31 მარტი. ცვლილებაა ასევე სარეაბილიტაციო ქუჩების ჩამონათვალშიც და თავდაპირველ 14 ქუჩას კიდევ 3 ქუჩა დაემატა.


ჩამოტვირთეთ:
ჩვენი წერილი
კომპანიის პასუხი
 

უკან


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვებ-გვერდი მომზადებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.

ვებ-გვერდის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია და ის არ შეიძლება განხილულ იქნეს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებათა ამსახველად.

 
  Copyright @ ACSDG 2011