სარეაბილიტაციო სამუშაოთა მონიტორინგისას „მენქალისი“ წყაროებიდან ცენტრალურ წყალმომღებამდე ახალი მილსადენის გასწვრივ ასოციაციის მიერ გამოვლენილ იქნა ტყის მასივზე ზემოქმედების ფაქტი. აღნიშნული ფაქტი ასოციაციამ აცნობა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და მოითხოვა მშენებლი კომპანიის სახელზე გაცემული ტყის მასივზე ზემოქმედების ნებართვის ასლი, ასეთის არსებობს შემთხვევაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ზემოქმედების ფაქტით დაინტერესება და მასზე რეაგირება.
 

სამინისტრო გამოეხმაურა ასოციაციის მოთხოვნას და წერილით 08-08/949, 10.08.12 აცნობა, რომ „ სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტო“-ს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დათვალირებულ იქნა აღნიშნული ფართობი, გამოვლენილ იქნა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი. რაზედაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 66-ე მუხლის 21 ნაწილით შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N 004921“.


აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან ოქმში მითითებული მუხლი ითვალისწინებს: „სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიისა) ფიზიკური პირის მიერ შეშის დამზადება პირადი სარგებლობისათვის სათბობად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე −გამოიწვევს ფიზიკური პირის გაფრთხილებას, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. (23.12.2011 N 5594)“.
ამავე ოქმის მიხედვით სამართადამრღვევად მიჩნეულია შპს „ბელდინვესტი“ ს/ნ 226517471, რომელიც ტყის მასივზე უკანონო ზემოქმედების ფაქტზე (ხეების უკანონო მოჭრის ფაქტზე) აკეთებს შემდეგ ახსნა-განმარტებას: „აღნიშნული სამუშაოების დროს მოჭრილი ხეების მოჭრა რომ არ შეიძლებოდა, არ ვიცოდი“ (სტილი დაცულია).
საერთო ჯამში შპს „ბელდინვესტის“ მიერ წალკა-თეთრიწყაროს გარისის უბანზე უკანონოდ მოჭრილია რცხილის, მუხის, იფანის და წიფელის ჯიშის სხვადასხვა ზომის ხეები.
 

იხილეთ სამართალდარღვევის ოქმი

იხილეთ ფოტოგალერეა.
 

უკან


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვებ-გვერდი მომზადებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.

ვებ-გვერდის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია და ის არ შეიძლება განხილულ იქნეს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებათა ამსახველად.

 
  Copyright @ ACSDG 2011