ქ. თეთრიწყაროში მიმდინარე სასმელი წყლის სარეაბილიტაციო პროექტის თაობაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ასოციაციამ სახელმწიფო უწყებებს მიმართა.
2011 წლის მაისში გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნდა სატენდერო განცხადება ნომრით EIBWIMPWICB-04, რომლითაც მუნიციპლური განვითარების ფონდი იწვევდა კომპანიებს სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად თეთრიწყაროსა და მარნეულში.
ვინაიდან სარეაბილიტაციო პროექტთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია იმ დროისათვის არ გავრცელებულა, ასოციაციამ 15 სექტემბრიდან დაიწყო ინფორმაციის მოძიება.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვინაობისა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლის მოწოდების მოთხოვნით მივმართეთ:


• თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამგობას (ჩამოტვირთეთ დოკუმენტი)
• საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (ჩამოტვირთეთ დოკუმენტი) და
• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს (ჩამოტვირთეთ დოკუმენტი)


ჩვენს მოთხოვნაზე ადმინისტრაციული ვადების მნიშვნელოვანი დარღვევით გვიპასუხეს
• მუნიციპალიტეტის გამგეობიდან (ჩამოტვირთეთ დოკუმენტი),
• მუნიციპალური განვითარების ფონდიდან (ჩამოტვირთეთ დოკუმენტი)
ვინაიდან მოთხოვნილი დოკუმენტაცია ვერ მივიღეთ და შესაბამისად, ინფორმაცია სარეაბილიტაციო პროექტის თაობაზე კვლავ მიუწვდომელი იყო, ამიტომ კონკრეტული შეკითხვებით მივმართეთ ისევ:


• მუნიციპალური განვითარების ფონდს (ჩამოტვირთეთ დკუმენტი),
• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს (ჩამოტვირთეთ დოკუმენტი).


საიდანაც კვლავაც ადმინისტრაციული ვადების უხეში დარღვევით მივიღეთ არასრული ინფორმაცია:


• მუნიციპალური განვითარების ფონდიდან (ჩამოტვირთეთ დკუმენტი),
• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისგან (ჩამოტვირთეთ დოკუმენტი).


აღსანიშნავია, რომ  "მშენპროექტის" სახლწოდებით, ვისთანაც გადაგვამისამართა მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საჯარო რეესტრის ბაზაში დარეგისტრირებულია რამოდენიმე შპს  და იმისი გარკვევა, თუ კონკრეტულად რომელი მათგანია სასმელი წყლის სარეაბილიტაციო პროექტის ავტორი, ჩვენი მხრიდან დამატებით რესურსს მოითხოვს. ყოველივე ამის გამო დეტალური ინფორმაცია ქ. თეთრიწყაროში მიმდინარე სასმელი წყლის სარეაბილიტაციო პროექტზე ჩვენთვის კვლავ ხელმიუწვდომელია.

 

უკან


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვებ-გვერდი მომზადებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.

ვებ-გვერდის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია და ის არ შეიძლება განხილულ იქნეს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებათა ამსახველად.

 
  Copyright @ ACSDG 2011