აქტიური საზოგადოება - ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობა ასე ეწოდება პროექტს, რომლის განხორციელებაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციამ ACSDG 2013 წლის აპრილში დაიწყო.

პროექტს აფინანსებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის EWMI საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში პროგრამა G-PAC.

პროექტის მიზანია ადგილობრივ მოსახლეობასა და მმართველობას შორის ღია დიალოგის ინიცირება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა.
ამისათვის ორგანიზაცია:

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში გაავრცელებს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ;
2. ჩაატარებს კვლევას მოსახლეობის პრობლემების გამოსავლენად;
3. აწარმოებს ადვოკატირების კამპანიას კვლევის შედეგად გამოვლენილი პრიორიტეტული პრობლემის მოსაგვარებლად.
 

უკან


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვებ-გვერდი მომზადებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.

ვებ-გვერდის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია და ის არ შეიძლება განხილულ იქნეს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებათა ამსახველად.

 
  Copyright @ ACSDG 2011